LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

hophop.ge – მოგზაურობის ახალი, იაფი შესაძლებლობა

200

უცხოური Bla bla car-ის ანალოგი საქართველოში – მოგზაურობის მოყვარულებისთვის ვებგვერდი hophop.ge შეიქმნა.

HopHop.ge სატრანსპორტო ქსელია, რომელიც ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.

მძღოლები ზოგავენ საწვავის ხარჯს, ხოლო მგზავრები იაფ და მოსახერხებელ სატრანსპორტო მომსახურებას იღებენ.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიაში განუცხადეს, მგზავრობის საკომისიო მხოლოდ 20%– ია.

„განცხადების დადება საიტზე უფასოა, თუმცა მისი შესყიდვა უკვე გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. საიტის საკომისიო მძღოლის მიერ შეთავაზებული მგზავრობის საფასურის 20%– ია. საკომისიოს მომხმარებელი საიტზე იხდის, ხოლო მგზავრობის საფასურს ნაღდი ანგარიშსწორებით, უშუალოდ მძღოლთან ახორციელებს“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ კომპანიის წარმომადგენელმა.

საიტზე რეგისტაციის გავლა ფეისბუქის ექაუნთითაც შესაძლებელია.

საიტი სამ – ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი, შესაბამისად, მისით სარგებლობა საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც შეეძლებათ.

 

როგორ ვიმგზავროთ hophop–ით?

1.     შეარჩიეთ დანიშნულების ადგილი არსებული შეთავაზებებიდან. გაიმარტივეთ არჩევანი ფილტრებით: მგზავრობის თარიღით, მანქანის ტიპით, ან მძღოლის რეიტინგით.

2.     დაჯავშნეთ ადგილი და გადაიხადეთ მომსახურების საკომისიო ვებ გვერდიდან.

3.     მომსახურების საკომისიოს გადახდის შემდეგ მიიღებთ ჯავშნის კოდს, მძღოლის საკონტაქტო მონაცემებს და შეძლებთ მგზავრობის დეტალებზე შეთანხმებას. მძღოლთან ანგარიშსწორებას ახდენთ ნაღდი სახით მგზავრობის დასრულებისას.

4.     ბოლოს კი მგზავრობის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვთ შეაფასოთ მძღოლი, იმისთვის რომ შემდეგ სხვა მგზავრებს არჩევანი გაუმარტივოთ .

ასევე, თქვენ შეგიძლიათ საიტის მეშვეობით მგზავრობის შეთავაზება თავად გააკეთოთ.

საიტი უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებს და რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა კიდეც ამ შეთავაზებით.  როგორც „ფორტუნას“ მისმა შემქმნელებმა განუცხადეს, პირველი მგზავრები ძირითადად, თბილისის მასშტაბით გადაადგილდნენ.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები