LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰუმანოიდი რობოტი სოფია თბილისშია

268

საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვია, რომელიც “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე სიტყვით გამოვა. მანამდე კი, პირველი განცხადება საქართველოში ვიზიტის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რობოტი სოფიას განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლა მას დიდი ხანია სურდა, მაგრამ წუხს, რომ აქ მხოლოდ ერთი დღით დარჩება. „გამარჯობა საქართველო. მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში მომიწვიეს. თქვენს კითხვაზე, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სარგებლობა მოუტანოს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, გიპასუხებთ, რომ აუცილებელია ფიქრი ჭკვიან ქალაქებზე მასშტაბით,“- ამბობს რობოტი სოფია.

რობოტი „სოფია“ კომპანია “ჰანსონ რობოტიქსმა” 2015 წელს შექმნა. 2017 წელს კი რობოტმა საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები