LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hungry Music-ის არტისტები საქართველოს სრული შემადგენლობით პირველად Freedom Music-ზე ეწვევიან

160

10 ნოემბერს საერთაშორისო ბრენდი Freedom Music კინოსტუდია “ქართული ფილმის” მე-5 და მე-6 პავილიონებში ფრანგული ლეიბლის არტისტებს Worakls, Juachim Pastor, N’to, Stereoclip უმასპინძლებს.

ერთდღიანი ღონისძიება 2 პარალელურ სცენაზე გაიმართება: #Freedom და #Getconnected სცენებზე. ფრანგული ლეიბლის არტისტებთან ერთად დაუკრავენ ქართველი დიჯეი-პროდიუსერები: Generali Minerali, WYLTI, Endorphins, Sinoptik Music, Tade, და Nody-GE.

ლეიბლის Hungry Music ისტორია 2014 წლიდან იწყება, როდესაც Worakls-მა და N’to-მ მისი შექმნა გადაწყვიტეს. მალევე მათ Joachim pastor შეუერთდა. პირველივე წელს ლეიბლზე 6 სხვადასხვა EP გამოიცა, პოპულარობა კი ეიფორიულმა და მელოდიურმა ჟღერადობებმა მოუტანა, რომელშიც დიდ როლს აკუსტიკური გიტარის, ფორტეპიანოს და ატმოსფერული ხმების სინთეზი თამაშობს.

საერთაშორისო ბრენდი Freedom Music ქართულ მუსიკალურ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მსმენელს სხვადასხვა დიდ პავილიპავილიონსაონებსა თუ warehouse-ში  მასშტაბური ანდერგრაუნდ ღონისძიებების სერია შესთავაზა. 10-ნოემბერს Freedom Music მსმენელებს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები