LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ანთაძე ნინო ზაუტაშვილს აკრიტიკებს – „სიტყვის თავისუფლების გამოვლენაა თუ აზროვნების პრობლემაც არის?“

185

ია ანთაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგიერთი თანამშრომლის ქცევაზე მიუთითებს და მიანიშნებს, რომ მიუღებელია, როდესაც მოქმედი თანამშრომელი არხის საწინააღმდეგო სტატუსებს იწონებს სოციალურ ქსელში. იამ აღნიშნა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები – მათ შორის, კონკურსში გამარჯვებულები – რომ “ალაიქებენ” პოსტებს, სადაც წერია, საზოგადოებრივს მაინც არაფერი ეშველებაო, – ეს მხოლოდ სიტყვის თავისუფლების გამოვლენაა თუ აზროვნების პრობლემაც არის?“

იას ამ მოსაზრებას შალვა რამიშვილიც დაეთანხმა და დაწერა: „ია მართალია. თუ საზ მაუში მუშაობ და იქ გადაცემას აკეთებ, მით უმეტეს თუ სულ ახლახან შეიტანე საკონკურსო განაცხადი და გაიმარჯვე, მაშინ რაღას იძახი, რომ საზმაუსგან არაფერი არ გამოვა?! თუ არ გამოვა, რას შეგქონდა განაცხადი? მარტივი ლოგიკაა, კორპორატიულ სულისკვეთებაზე რომ არ ვილაპარაკოთ“.

პოსტს თავად გამოეხმაურა ნინო ზაუტაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ია ანთაძის პოსტი მას ეძღვნებოდა, რადგან მისმა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა იწონებს ყოფილი თანამშრომლების მოსაზრებებს, რომლებიც სოცქსელში ქვეყნდება და სადაც საუბარია იმაზე, რომ არხს მაინც არაფერი ეშველება. ნინო წერს: „შალვა, კორპორატიულ სულისკვეთებას მე ვერავინ მასწავლის და სწორედ მაგიტომაც ვთვლი, რომ მე კი გავიმარჯვე კონკურსში, მაგრამ ერთი გადაცემა ვერაფერს გააკეთებს, თუ სხვა კარგი გადაცემები აღარ იქნება არხზე. პირდაპირ მომმართე, არ არის საჭირო მიკიბულ-მოკიბული…

არ ვკამათობთ იმაზე, რომ უკეთესი შეიძლება ტექნიკურად გააკეთო, რაზეც უნდა იზრუნოს მენეჯმენტმა. დღეს ყველაფერი ღიაა, შალვა, სივრცე გახსნილია და რა ვქნა, არ დავალაიქო ჩემი ძვირფასი მეგობრების და პროფესიონალების მხარდასაჭერად? ია დღეს არის საზმაუს მენეჯმენტში და მე და ეს ხალხი 20-30 წელია ერთად ვართ. მოეწონება იას ან შენ მოგეწონება, გავჩუმდე და მე გავიმარჯვე და მკიდია აწი რა მოხდება-თქო?ასეთი ადამიანები მასაც ასევე ადვილად გაწირავენ, თორემ აზროვნების პრობლემაზე როცა მიუთითებ, ჯერ შენ უნდა აჩვენო აზროვნების კლასი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები