LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა: „თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ „მეგა“ პროექტი „იქს ფაქტორი“

376

ია ფარულავა წერს, რომ მისმა აგდაცემამ, რომელიც ორშაბათობით „რუსთავი 2“-ზე გადის, „იქს ფაქტორს“ თბილისში პირწმინდად მოუგო. ტელეწამყვანი აღნიშნავს: „მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მაყურებელს აქტიურობისთვის ❤ რეიტინგებით თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ “მეგა” პროექტი ექს Х ფაქტორი !!!!!!!!!“

ია ასევე დასძენს, „ორი მეგაგადაცემა მეჯდა, თან ერთი ფეხბურთი, რომელსაც 8% ჰქონდა და ეს ძალიან მაღალია „პირველი არხისთვის“ და მეორე „იქს ფაქტორი“, რომელიც დაუმარცხებელი იყო ჯერ კიდევ შარშან…“

მსახიობმა მოგვიანებით „ფარულ კონვერტს“ კიდევ ერთი სტატუსი მიუძღვნა და დაწერა, რომ მასთან სტუმრად ძალიან ბევრი ცნობილი სახე ერიდება მისვლას: „ისევ “ფარული კონვერტი”ს გარშემო… რომ იცოდეთ, როგორ ეშინიათ ამ გადაცემაში მოსვლა. ჩვენს „ზვიოზდებს “ და „ცნობად სახეებს“ მივმართავ, განა, ასეთი საშიში გადაცემააა ??? მათი მთავარი არგუმენტია- ეს ჩემი ფორმატი არ არის. სიას არ დავდებ, ეგება, გადაიფიქრონ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები