LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია სუხიტაშვილს მეორე ვაჟი შეეძინა

274

26 ოქტომბერს ია სუხიტაშვილი მეორედ გახდა დედა. მას ვაჟი შეეძინა. პატარას ირაკლი დაარქვეს. შეგახსენებთ, რომ მსახიობი მცირე ხნის წინ მესამედ გათხოვდა. მისი რჩეული სანდრო შარაშიძეა.

იას პირველი ქორწინებიდან კახა ახვლედიანთან ჰყავს ერთი ვაჟი. შემდეგი ქორწინება მას კოლეგასთან, მიშა მესხთან აკავშირებდა, რომელსაც გარკვეული პერიოდის წინ დაშორდა. მასთან იას შვილი არ ჰყოლია. ახლა კი უკვე თავის საყვარელ მამაკაცთან, სანდროსთან ერთად ცხოვრობს და წყვილს პირველი საერთო შვილიც გაუჩნდა.

მსახიობს ვულოცავთ პატარას შეძენას და დედა-შვილს ბედნიერებას ვუსურვებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები