LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაცენიუკის მთავრობაში პირველი ვიცეპრემიერის პოსტს მთავაზობდნენ – მიხეილ სააკაშვილი

40

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე მას არსენი იაცენიუკის მთავრობაში პირველი ვიცეპრემიერის პოსტს, შემდეგ კი ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაში უკრაინის ელჩის პოსტს სთავაზობდნენ. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის უზენაეს სასამართლოში მისი საჩივრის განხილვის დროს განაცხადა.

მე პირველი ვიცეპრემიერის პოსტს მთავაზობდნენ, თუმცა იაცენიუკს გავესაუბრე და მივხვდი, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა. შემდეგ მე გავხვდი პოროშენკოს მრჩეველი, სადაც ვიმუშავე იქამდე, ვიდრე ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე ვერავინ მოძებნეს. მე საკუთარი კანდიდატურა შევთავაზე და პოროშენკო დიდი სიხარულით დათანხმდაშემდეგ კი დაიწყო კონფლიქტებიმე გადავდექიგადადგომამდე პრეზიდენტი მთავაზობდა უკრაინის ელჩის თანამდებობას ნიდერლანდებში ან სამხრეთ აზიაშიუკრაინიდან შორს. მე უარი განვუცხადე და ამერიკაში წავედი, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები