LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაფი ფულის პოლიტიკამ უკვე მერამდენედ დასცა ლარი

66

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე წერს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამ პროცესს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს აბრალებს.

“ლარის გაუფასურება დააბრალონ საკუთარ თავს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა.

როცა ბიუჯეტი დაუბალანსებელია, მთავრობა ასეულ მილიონობით ლარით აკრედიტებს კომერციულ ბანკებს ხაზინის ნაშთებზე არსებული ფულით, როცა ყოველწლიურად არის ჩამორჩენა ბიუჯეტის ხარჯვის გეგმიდან და ამ ჩამორჩენის გადაფარვა წლის ბოლო სამ თვეში ხდება, ეს მთავრობის ბრალია.

როცა ეროვნული ბანკი უორეცედენტო მოცულობით ზრდის რეფინანსირების სესხებს, როცა ხმას არ იღებს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკაზე, ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი.

როცა ამბობენ,რომ ლარის გაუფასურება მოლოდინების ბრალია, ტურისტების ნაკლებობის ბრალია, თურქული ვალუტის გაუფასურების ბრალია, დოლარის გლობალური გამყარების ბრალია, კუდიანების ბრალია-ეს არის სისულელე და ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების შეცდომების შეგნებული თუ შეუგნებელი გამართლება.

მოკლედ, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკამ უკვე მერამდენედ დასცა ლარი”,– წერს გოცირიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ორ დღეში, ლარმა გაუფასურება დაიწყო. პროცესი დღემდე არ შეჩერებულა. კომერციულ ბანკებში დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.63–მდე ავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები