LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელი გვარამიას ცემის საქმეზე: “ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით“

72

იან კელი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ცემა შემაშფოთებელი ფაქტია, თუმცა აშშ-ს ელჩი მოხარულია, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო.

„ეს საქმე ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით“, – განაცხადა კელიმ.

„თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის, რათა ყველა ხმას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს წვდომა ჰქონდეს მედიაზე და ტელევიზია მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“, – აღნიშნა ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები