LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელი: “საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება მიუღებელია”

43

საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელის განცხადებით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება მიუღებელია. ასე მან რუსეთის მიერ საქართველოში ე.წ. საზღვრის 500 მეტრით გადმოწევასთან დკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”ნებისმიერი ცვლილება, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა, არის მიუღებელი და არ ვიღებთ ამას. რაც შეეხება თავად ამ საკითხს, ევროკავშირის მისია აწარმოებს მონიტორინგს და ამ საკითხში მას ჰყავს ექსპერტები. მე კიდევ ერთხელ და ყოველდღიურად გავიმეორებ, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ასე იყო, არის და იქნება მომავალში”, – განაცხადა ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები