LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო არის კარგი

34

„ზოგადად, პრემიერმინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და, ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს,“ – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

იან კელის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო არის კარგი.

წინასაარჩევნო გარემო არის კარგი და ჩვენ მოხარულები ვართ ამის გამო. როგორც ვიცი, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებთანეუთოსთან, NDI-სთან და IRI-სთან. ზოგადად, პრემიერმინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს,“ – განაცხადა იან კელიმ.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრემიერმა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები