LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან სომერჰარდერი „ვამპირის დღიურებს“ ემშვიდობება

465

მსახიობმა იან სომერჰარდერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილ სერიალს „ვამპირის დღიურებს“ ემშვიდობება. როგორც მსახიობი აღნიშნავს, მერვე სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნება. პირველად ეს ინფორმაცია მსახიობის არაოფიციალურ გვერდზე გაჩნდა, მოგვიანებით კი, ის იან სომერჰარდერმა ინტერვიუს დროს ოფიციალურად დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ პოპულარულ სერიალში სომერჰარდერი დეიმონ სალვატორეს როლს ასრულებდა და ის პირველივე სეზონიდან სატელევიზო შოუს მთავარი გმირი გახლდათ.

US Weekly-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შოუდან წასვლაზე სერიალის კიდევ ერთმა მსახიობმა კეტ გრეჰემმაც ისაუბრა. მისთვისაც მერვე სეზონი უკანასკნელი იქნება. აქვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მერვე სეზონი ზოგადად სერიალისთვისაც ბოლო აღმოჩნდეს, რადგან სიუჟეტის გაგრძელება მთავარი გმირის გარეშე შეუძლებელია. აქვე საუბარი მიდის მერვე სეზონის ბოლო ეპიზოდში ნინა დობრევის დაბრუნებაზეც, რომელიც ელენა გილბერტის როლს ასრულებდა. დობრევმა პროექტი გასულ წელს დატოვა.

f5511535-aeb2-4171-9c2e-dcc47888e193

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები