LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან სომერჰარდერისა და ნიკი რიდის ემოციური მიმართვა მომავალ შვილს

524

მსახიობებმა იან სომერჰარდერმა და ნიკ რიდმა თაყვანისმცემლებს სასიამოვნო ამბავი ახარეს:  „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოდან ნიკის ორსულობა დადასტურდა. ბავშვის სქესი უცნობია.

„ჩემი 38 წლიანი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს ასეთი მძაფრი და მშვენიერი განცდა არ მქონია. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. გვინდოდა, რომ ეს ამბავი ჩვენგან გაგეგოთ“, – დაწერა იენმა და ორსული მეუღლის ფოტოს ქვეშ.

„ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რაც ოდესმე განმიცდია. სულმოუთქნელად გელოდებით. სიყვარულით, შენი მშობლები“, – დააწერა ფოტოს ნიკიმ.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2015 წელს იქორწინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები