LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-ივნისში საქართველოში მედიკამენტების ექსპორტი 3.1 მლნ ამერიკული დოლარით შემცირდა

96

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მედიკამენტების ექსპორტი 3.1 მლნ ამერიკული დოლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს. პირველ ექვს თვეში დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტი 64.1 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 67.2 მლნ იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ აშშ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები