LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით გაიზარდა

64

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის სექტორზე მოდის.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით (125.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება, ვიზიტორების რაოდენობას, იანვარ-მარტში 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,463.6 ათასი შეადგინა, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 28.2 პროცენტით გაიზარდა. ქუმსიშვილის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესპანეთი (ზრდა 79%), გაერთიანებული სამეფო (53%), ნიდერლანდები (46%), გერმანია (27%), საფრანგეთი (24%) და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები