LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში დაგეგმილი ხმაურიანი კინოპრემირები

დიდებული შოუმენი / The Greatest Showman
ბიოგრაფიული მიუზიკლის პრემიერა 4 იანვარს შედგა. ფილმი მოგვითხრობს სკანდალური ამერიკელი მეწარმის ისტორიას, რომელმაც გასართობი ინდუსტრიის სფეროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. საშობაო ზღაპრის ამ მუსიკალურ ინტერპრეტაციაში მთავარ როლს ჰიუ ჯეკმანი ასრულებს. ფილმში ასევე ვიხილავთ მიშელ უილიამსსა და ზაკ ეფრონს.

ბოლო პორტრეტი / Final Portrait
ჯეფრი რაშისა და არმი ჰამერის საოცარი სამსახიობო დუეტი, რომელიც გენიალური სკულპტორის, ალბერტო ჯაკომეტის ცხოვრების ბოლო წლებზე გვიყვება. გვპირდებიან, რომ ეს იქნება საოცარი დეკორაციებით მდიდარი ფილმი, რომელიც 60-იანი წლების პარიზში გადაგვიყვანს. ფილმი დიდ ეკრანებზე 11 იანვარს გამოდის.

მოლის თამაშები / Molly’s Game
ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული ამბავი, რომელიც მოლი ბლუმის ისტორიას გვიყვება. მას შემდეგ, რაც ჯესიკა ჩესტეინის გმირი სათხილამური ნაკრებში მოხვედრას ვერ შეძლებს, ის ბარში მიმტანად იწყებს მუშაობას. მალე ის მიწისქვეშა პოკერ-კლუბს ხსნის და პოკერ ტურნირების ორგანიზებას იწყებს. მისი კლუბის წევრები მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები ხდებიან და „პოკერის პრინცესაც“ ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. ფილმის პრემიერის თარიღი 11 იანვარია.

ამერიკის კრიმინალური ისტორია: ჯანი ვერსაჩეს საქმე / The Assassination of Gianni Versace: American Crime Story
ეს გახლავთ სეზონის ყველაზე გახმაურებული სერიალი, რომელიც ეკრანებზე 18 იანვარს გამოვა. ამერიკული კრიმინალური ისტორიის გაგრძელება, ოჯეი სიმპსონის შემდეგ, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის საქმეა. ფილმის თრეილერმა უკვე უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. საინტერესოა, რომ სერიალში მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და რიკი მარტინი ასრულებენ.

წყლის ფორმა / The Shape of Water
გილიერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა“ წელს „ოსკარის“ მთავარი პრეტენდენტია. ისევე როგორს ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი სალი ჰოკინსი. ფილმში მოქმედება 60-იან წლებში ვითარდება და კინოსურათის გმირი მუნჯი ქალბატონია, რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიაში დამლაგებლად მუშაობს. ამ საიდუმლო დაწესებულებაში დამწყვდეული ადამიანი-ამფიბიას შესწავლა მიმდინარეობს. სალი ჰოკინსის გმირი ცდილობს, ის ამ კედლებისგან იხსნას.

ალიენისტი / The Alienis
ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც გასულ საუკუნეში მომხდარი სერიული მკვლელობების ისტორიას აღწერს. გამომძიებელთა შორი არიან რეპორტიორი, ფსიქოლოგი და პოლიციის ოფიცერი. მინი-სერიალში მთავარ როლებს დენიელ ბრული, ლუკ ევანსი და დაკოტა ფენინგი ასრულებენ.

მოზაიკა / Mosaic
სტივენ სოდენბერგის უახლესი სერიალი, რომელშიც მოქმედება მობილური აპლიკაციის საშუალებით ვითარდება. მაყურებელს თავად ექნება დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. მოგვიანებით კი, სოდენბერგი გვაჩვენებს, როგორ მიმდინარეობდა საბავშვო მწერლის, ოლივია ლეიკის მკვლელობის გამოძიება. მთავარ როლს სერიალში შერონ სთოუნი ასრულებს.

ჰეფი ენდი / Happy End
მიხაელ ჰანეკეს ფილმი, რომელიც მიგრაციული კრიზისის ფონზე, ფრანგული ბურჟუაზიული ოჯახის ისტორიას გვიყვება. კინოსურათში მთავარ როლებს იზაბელ იუპერი, ჟან-ლუი ტრენტილიანი და ფანი არდანი ასრულებენ.

„ბნელი დროება“ – Darkest Hour

ჯო რაიტის ფილმი უინსტონ ჩერჩილის მუშაობის პირველ თვეებზე მოუთხრობს მაყურებელს მეორე მსოფლიო ომის წლებში. ბრიტანეთის ცნობილი პრემიერ-მინისტრი ჰარი ოლდმანმა განასახიერა.

„პადინგტონის თავგადასაცალი 2“ – PADDINGTON 2 

ავგადასავლის მეორე ნაწილში დათუნია პადინგტონი საყვარელი დეიდის საჩუქრისთვის ფულის შეგროვებას ცდილობს, თუმცა თითქმის შეგროვილ ფულს ჰპარავენ. გამბედავი პადინგტონი უკან არ იხევს და ცდილობს მძარცველის მოძებნასა და ფულის დაბრუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები