LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში დასაქმებასთან ერთად აშშ-ში ხელფასებიც გაიზარდა

86

იანვარში დასაქმებასთან ერთად აშშ-ში ხელფასებიც გაიზარდა – “ადმირალ მარკეტსი” “ფორტუნასთვის” გასულ კვირაში მსოფლიო ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.

როგორც “ფორტუნას” “ადმირალ მარკეტსიდან” აცნობეს, გასული კვირის განმავლობაში დოლარმა დაღმავალი ტრენდის რამდენიმე ეპიზოდი განავითარა.

“ლიდერმა ვალუტამ პოზიციები დაკარგა იენასთან და ბოლო 2 წლის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. კვირის ბოლოს კი მან ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე პოზიციების აღდგენა მოახერხა. ირკვევა, რომ შტატებში იანვრის თვეში დასაქმების მაჩვენებელთან ერთად გაიზარდა საშუალო თვიური ანაზღაურებაც. ამასთან იკლო უმუშევრობის დონემ და ბოლო 8 წლის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა,”- განაცხადეს “ადმირალ მარკეტში.”

დოლარის გამყარება მოყვა ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის პირველი პირის მიერ გაკეთებული განცხადებას. ჟანეტ იელენმა თავის ოფიციალურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ შტატების ეკონომიკური განვითარება ცენტრალურ ბანკს აძლევს საშუალებას წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების აწევა დინამიკაში არ შეფერხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები