LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელი ბიზნესმენები ქართულ ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავენ

87

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით საქართველოში იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) დელეგაცია იმყოფება.

როგორც მათთან შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა, იაპონელი ბიზნესმენების  მთავარი  ინტერესი   საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში  დაწყება  და განვითარებაა.

მისივე თქმით, ბიზნესმენების ინტერესების სფერო ვაჭრობა და ინდურსტიაში ივესტირებაა.

„მათი ინტერესების სფეროა ვაჭრობა და ინვესტირება  ინდუსტრიაში, მანქანათმშენებლობაში, კვებით მრეწველობაში. კარგია, რომ საქართველო მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

იაპონური მხარე ფიქრობს, რომ საქართველოში იაპონურ კომპანიებს ბიზნესის განვითარების საშუალება ექნებათ.

„საქართველოში მეორედ ვიმყოფები. დღეს  ქართული ბიზნესის წარმომადგენლებსა და სამთავრობო დელეგაციას შევხვდით. საქართველო ძალიან მონდომებული და ეფექტური ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მას აქვს ბევრი  შესაძლებლობა, რისი გამოყენების საშუალებაც იაპონური კომპანიებს  ბიზნესის განვითარებისთვის მიეცათ“ – აღნიშნა დელეგაციის წევრმა იასიო კიმორა  ჰაშიმ.

JETRO – იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია, მთავრობასთან დაახლოებული უწყებაა, რომელიც აქტიურად მუშაობს იაპონიის სავაჭრო ურთიერობების გაღრმავებაზე დანარჩენ მსოფლიოსთან.

კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ყოფნისას შეხვედრებს მთავრობის წევრებთან და კერძო სექტორთან მართავენ. 3 ნოემბერს JETRO-ს წარმომადგენლებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების მინისტრი შეხვდა და მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად შეხვედრას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთვეან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის ძირითადი მისია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის გლობალურ ბაზრებზე ხელშეწყობაა. JETRO-ს დელეგაციაში წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორიცაა კომპანიები:  Itochu Oil Exploration, Yoshioka Kiko Co., Ltd, Mayekawa Middle East FZCO, Sumitomo Corporation, Hitachi Zosen Europe Limited, Hazama Ando Corporation, Fujikura Automotive Europe, United Genetics Turkey Tohum Fide A.S., Yoshioka Kiko Co., Ltd.

 

 

 

პოპულალურები