LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონია საქართველოს რეგიონების პოტენციალის შეისწავლის

84

კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს საქართველოს რეგიონების პოტენციალისა და არსებული პრობლემატიკის გაცნობის მიზნით, 16-24 სექტემბრის ჩათვლით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობენ.

დაგეგმილი ვიზიტების მიზანი შემდგომი თანამშრომლობისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა და ბიზნესკავშირების დამყარების საკითხები წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში განიხილება ისეთი სამომავლო გეგმები, როგორიცაა ადამიანური რესურსების განვითარება ტურიზმისა და აგროკულტურის განხრით, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები და კერძო სექტორთან ურთიერთობის საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ვიზიტის განმავლობაში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის  სამუშაო სემინარები გაიმართება, რომელზეც განიხილება იაპონური მეთოდოლოგია და მაგალითები მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის წახალისებისა და იაპონური მცირემეღვინეობის თემებზე.

ეს ვიზიტი „რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით მოეწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები