LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ექსპოზიციის – „საქართველო – ღვინის აკვანი“ გამართვა იგეგმება

150

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი, თინა კეზელი ცნობილი საგამოფენო სივრცის Terrada Warehouse და კომპანიის Sony Music Communications წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წელს იაპონიაში უმნიშვნელოვანესი ქართული ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის აკვანი“ გამართვის შესაძლებლობა და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში – Cité des Civilisations Du Vin 2017 წელს 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათი ათასობით ვიზიტორს მიეცა.

მათივე ინფორმაციით, საგამოფენო სივრცის Terrada Warehouse პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს რიოტა კიკუჩის, კომპანიის Sony Music Communications წარმომადგენელს შიმეონ სატოს და ღვინის იმპორტის საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტს ვატარუ ივამოტოს ქართული დელეგაციის წევრებმა გამოფენის „საქართველო – ღვინის აკვანი“ დეტალური კონცეფცია გააცნეს.

„კონცეფცია, გარდა ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ ექსპოზიციისა, ღვინის მაგისტრების სემინარებს, თემატური ფილმების ჩვენებას, ფოლკლორულ წარმოდგენებს, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ლექცია-სემინარებს, ღვინის დეგუსტაციებს და სხვა ღონისძიებებს გულისხმობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსპოზიციის საგამოფენო სივრცესთან ადაპტაციის, ასევე, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს. იაპონურმა მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აღნიშნული გამოფენის გამართვასთან დაკავშირებით მათი განსაკუთრებული ინტერესი და მხარდაჭერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა რიოტა კიკუჩი, შიმეონ სატო, ვატარუ ივამოტო ქართული კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის გასაცნობად საქართველოში მოიწვია.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის აკვანი“ გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეები უახლოეს მომავალში მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები