LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში სტრესს „ტირილის გაკვეთილებით“ ებრძვიან

114

იაპონიამ სტრესს „ტირილის გაკვეთილები“ დაუპირისპირა. იაპონურ სკოლებსა და კომპანიებში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თერაპიის ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ბავშვებსა თუ მოზრდილებს ტირილის საშუალებას აძლევენ, რაც სპეციალისტთა აზრით დაძაბულობის მოსახსნელად და ნერვული სისტემის აღსადგენად საუკეთესო გზაა. უჩვეულო მეთოდის წარმატებას ადასტურებს რამდენიმე სკოლა, სადაც „ტირილის გაკვეთილები“ უკვე წლებია რაც ტარდება და პატარებს სტრესს კვირაში ერთხელ მაინც ხსნიან ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ადამიანების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზედმეტი შრომა, გადაღლილობა და სტრესია, ამიტომ „ტირილის გაკვეთილები“ სწორედაც რომ დროული გადაწყვეტილება იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები