LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის იმპერატორი 2019 წლის 30 აპრილს გადადგება [ვიდეო]

48

იაპონიის იმპერატორი 2019 წლის 30 აპრილს გადაგდება. იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის ზუსტი თარიღი ქვეყნის პრემიერმინისტრმა დააანონსა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ეს იაპონიის მონარქიაში, თითქმის ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც მონარქს მის სიცოცხლეშივე ჩაანაცვლებენ.

ამ ცვლილებების მოტივი იმპერატორის ასაკი და ჯანმრთელობაა. 83 წლის აკიჰიტო, პროსტატის კიბოს ებრძვის, გადაიტანა გულის ოპერაციაც. ის საჯაროდ უკვე იშვიათად ჩნდება.

იმპერატორი აკიჰიტო 1933 წელს დაიბადა, მემკვიდრეობის ტრადიციული ათვლით რიგით 125-ე იმპერატორია. ის ტახტზე 1989 წელს ავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები