LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის პარლამენტთან 4 ძირი კანაფი აღმოაჩინეს

57

იაპონიის პარლამენტთან კანაფის ნარგავები იპოვეს. როგორც  BBC წერს, 4 ძირი კანაფი საკანონმდებლო ორგანოს წინ, ბაღში სეირნობისას ერთ-ერთმა გამვლელმა იპოვა და პარლამენტის ადმინისტრაციას აცნობა, რის შემდეგაც კანაფი სასწრაფოდ ამოძირკვეს.

თუ საიდან მოხვდა კანაფის ნარგავები პარლამენტის წინ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვარაუდობენ, რომ მცენარის თესლი ადგილზე ქარის ან ფრინველების მეშვეობით მოხვდა.

ცნობისთვის, იაპონიაში კანაფის მოყვანა, რეალიზაცია და მოხმარება კანონით იკრძალება. კანონდამრღვევებს 5 წლამდე პატიმრობა ელით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები