LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური ფილოსოფია, საიუბილეო ასწლეული და არომატი, რომელიც დაუვიწყარს გაგხდით

658

რა კავშირშია ერთმანეთთან 4 სტიქია, იაპონური ფილოსოფია და სუნამო?

16 დეკემბერს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ მომხმარებელს საქართველოში ბესტსელერი მოდელის, Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსია წარუდგინა. Land Cruiser Prado-ს ახალი მოდელი ამარცხებს ოთხივე სტიქიას. მისთვის არ არის დაბრკოლება ქარი, წყალი, მიწა თუ ცეცხლი, ის თავად გახლავთ ამ სტიქიების ძალის მატარებელი.

როგორც ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” აცხადებენ, ”პრადო”, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი, უკვე წლებია თავის სეგმენტში ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

Land Cruiser Prado-ს ახალი მოდელის ოფიციალურ პრეზენტაციაზე, მომხმარებელს სიახლე წარუდგინა პარფიუმერულმა კომპანიამაც ”ისი-პარი”, რომელმაც სურნელოვანი სამყაროს მოყვარულებს ახალი სუნამო SHISEIDO-სგან გააცნო. 

„ისეთი ცნობილი იაპონური ბრენდის უახლესი მოდელის პრეზენტაცია, როგორიც არის „ტოიოტა“, დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც „ისი-პარის“ ასევე ცნობილი იაპონური ბრენდის SHISEIDO-ს ახალი არომატი უნდა წარედგინა საკუთარი მომხმარებლისთის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათთვის, ვისაც უყვარს იაპონური ფილოსოფია, ამ ქვეყნის კულტურა და იაპონური ბრენდები, ერთ დღეს გაგვეცნო სიახლეები. მოგეხსენებათ, SHISEIDO ეს არის ნომერი პირველი ბრენდი იაპონურ პარფიუმერიაში და მსოფლიოში – ნომერი მეოთხე“, – განუცხადა „ფორტუნას“ ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ.

როგორც მან აღნიშნა, ახალი სუნამოს პრეზენტაცია თავად SHISEIDO-ს იუბილეს მიეძღვნა. „ბრენდმა არსებობა 145 წლის წინ, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების წარმოებით დაიწყო. ზუსტად 100 წლის წინ კი შექმნა პირველი სუნამო. სწორედ საიუბილეო ასწლეულს ეძღვნება ახალი არომატი SHISEIDO-სგან, რომელსაც Ever Bloom Ginza Flower ჰქვია. და რატომ Ever Bloom Ginza Flower? – SHISEIDO-ს პირველი გაყიდვების ობიექტი, ანუ მაღაზია ტოკიოში ისეთ ქუჩაზე შეიქმნა, როგორიც არის Ginza. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს სიტყვა სუნამოს სახელწოდებაში. რაც შეეხება Ever Bloom-ს, ეს სამუდამო ყვავილობას, გაფურჩქვნას ნიშნავს. არომატი ასოცირდება გაფურჩქვნასთან“, – განმარტა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, ახალი არომატის შემადგენლობაში, ძირითადად, თეთრი ყვავილები ჭარბობს, თუმცა არის გარკვეული დოზით ფორთოხლის ყვავილებიც.

როგორც ხატია შამუგია ამბობს, სუნამოს ასაკი არ გააჩნია, ამიტომ SHISEIDO Ever Bloom Ginza Flower განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის გოგონებისა და ქალბატონებისთვის.

„ეს სუნამო არის მათთვის, ვისაც უყვარს თავის მოვლა და ვისაც უყვარს, რომ წარმოჩინდეს ყოველთვის ლამაზად და მასთან ასოცირდებოდეს მოვლა. იმიტომ, რომ SHISEIDO პირველ რიგში ეს არის თავის მოვლის საშუალებები და შემდეგ სუნამო. ეს არის არომატი, რომელიც დაუვიწყარს გაგხდით“, – განაცხადა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შამუგიას თქმითვე, ბრენდი SHISEIDO საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის ნათელი მაგალითია არომატი SHISEIDO Zen, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სუნამო იყო როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.

ცნობისთვის, SHISEIDO Ever Bloom Ginza Flower უკვე წარმოდგენილია „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში სრულიად საქართველოს მასშტაბით. ამასთან, ,,ისი პარის“ ქსელში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. პარფიუმერული კომპანია მომხმარებელს 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით საახალწლო აქციებით ანებივრებს. ნებისმიერ მსურველს ამ პერიოდში შეუძლია სასურველი პროდუქცია დიდი ფასდაკლებით შეიძინოს. 20-დან 50%-ამდე ფასდაკლება ,,ისი-პარიში” არსებულ სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება.

ხატია შამუგიას თქმით, 250–ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ბრენდის 50–ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის განაღდებაც ფასდაკლების დასრულების შემდეგ მოხდება. ქსელში ყოველი მეათასე მყიდველი კი სასურველ სუნამოს უსასყიდლოდ შეარჩევს.

”გარდა ამისა, ,,ისი-პარიში“ შენაძენს დამატებით თან ახლავს საჩუქარიც, მთავარი კი 2018 წლის 25 იანვარს გათამაშების შესანიშნავი პრიზი იქნება–Toyota RAV4–ის 2017 წლის მოდელი. გათამაშებაშია ასევე ”ისი პარის” 5000–ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ასევე გამარჯვებულისთვის ხელფასის სახით, ,,ისი-პარი“ 1 წლის ვადით, თვეში 1000 ლარის ოდენობას გამოყოფს. აღსანიშნავია კიდევ ერთი პრიზი, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს გაახარებთ განსაკუთრებით- გათამაშდება 2 კაციანი საგზური შარმ–ელ–შეიხში, 5–ვარკსვლავიან სასტუმროში”, – აღნიშნა ”ისი-პარის” პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ გათამაშებაში ჩაერთოთ, საკმარისია ,,ისი პარის“ ქსელში 50 ლარამდე ღირებულების პროდუქცია შეიძინოთ, ყოველ მომდევნო 50 ლარზე კი გათამაშების თითო ბილეთი თქვენს სახელზე დაფიქსირდება.

”ისი-პარის” საახალწლო გათამაშება 25 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში, 6–საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები