LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური ”ჰითაჩი” კიბერშეტევის მსხვერპლია

105

იაპონური კომპანია Hitachi-ს სერვერი, ვირუსული პროგრამა WanaCrypt0r 2.0-ის გამოყენებით, კიბერშეტევების ობიექტი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური ტელეკომპანია NHK ავრცელებს.

კიბერშეტევები კომპანიის ელექტრონული ფოსტის სერვერებზე განხორციელდა, რამაც ელექტრონული ფოსტის გაგზავნისა და მიღების პრობლემები გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები კომპანიის საზღვარგარეთ მდებარე ფილიალებშიც აღინიშნება.

ცნობისთვის, 12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასობრივი კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები