LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური კომპანიებისთვის საქართველოში ხელსაყრელი გარემო შეიქმნება

80

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ იაპონური კომპანია NEXI (Nippon Export and Investment Company)-ის თავმჯდომარე კაძუჰიკო ბანდოსთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდის და საინვესტიციო პროექტებში იაპონური კომპანიების მონაწილეობის საკითხებს.

უწყების ცნობით, კაძუჰიკო ბანდომ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია „NEXI”-ის საქმიანობის და კომპანიის მიერ საქართველოში იაპონური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის შესაძლებლობების შესახებ. თავის მხრივ, გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა იაპონიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მაღალ მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულება უახლოეს მომავალში, დამატებით ხელსაყრელ გარემოს შექმნის იაპონური კომპანიებისთვის აწარმოონ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები