LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარაღის შეძენა-შენახვა – ტარებაზე სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება

218

იარაღის შეძენა-შენახვა – ტარებაზე სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება, ხოლო სანადიროსა და სპორტულ იარაღთან დაკავშირებით – უფრო ლიბერალური ხდენა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, იარაღის შენახვა ნაკლებად მძიმე კატეგორიიდან მძიმე კატეგორიის კლასიფიკაციაზე გადავა.

„სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ამართლსაწინააღმდეგო შეძენა, ან შენახვა, ჩვენ მიერ ინიცირებული ვერსიით, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 80-დან 220 საათამდე დაისჯება, ან – თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე.

გარდა ამისა, იარაღის უკანონო ტარება 4-დან 7 წლამდე დაისჯება, ხოლო იარაღის (პისტოლეტი, ავტომატი) შენახვა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება,” – განაცხადა ხუციშვილმა.

ოპოზიციაში შემოთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით შენიშვნები და კითხვები აქვთ. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე სანქციების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგად ეს დანაშაულები გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები