LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის საავადმყოფოში ბავშვი ჩუტყვავილით გარდაიცვალა

82

იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 წლის პაციენტი ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალა, ინფორმაციას პორტალი „კვირა“ ავრცელებს.

ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ბავშვთა ინფექციურმა საავადმყოფომ პატარის მიღებაზე უარი განაცხადა.

პაციენტის გარდაცვალების ფაქტი კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გუშინ მხოლოდ დღის ბოლოს დაადასტურა. თამარ ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, 4 წლის გოგონა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ჩეჩელაშვილი არ აკონკრეტებს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.

ჩუტყვავილას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ხშირია იგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ბავშვთა კოლექტივებში ხშირია ეპიდემიური აფეთქება. გადატანილი დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს – განმეორებით დაავადება პრაქტიკულად არ ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები