LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იავნანა“ მორიგი საქველმოქმედო აქციისთვის ემზადება

155

საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ მორიგი აქციისთვის ემზადება, რომელსაც 29 ოქტომბერს, კონსერვატორიის მიცრე დარბაზში გამართავს. ღონისძიებაში, სახელწოდებით „იავნანას სალონი“, მონაწილეობას მიიღებენ ფონდის სტიპენდიანტები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ნაწილობრივ დაუფინანსდათ სწავლის საფასური და ბევრი მათგანი დღეს მსოფლიო სცენებზე წარმატებით გამოდის.

კონცერტზე ცნობილ საოპერო არიებს შეასრულებენ მიხეილ ქირია, მარიკა გულორდავა, მარიამ როინიშვილი, ირაკლი მურჯიკნელი, ოთარ ჯორჯიკია, ნუცა ზაქაიძე, მარიამ ნაჭყებია, სალომე ჯიქია და გიორგი წამალაშვილი.

ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების პროგრამას ფონდი დაარსების დღიდან ახორციელებს და მის ფარგლებში დაფინანსდა 850-ზე მეტი ახალგაზრდა, განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებს პაატა ბურჭულაძისა და ფონდის სტიპენდია დაენიშნათ, რომელიც 2015 წლიდან 300 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ პროექტს შეუერთდა „საქართველოს ლატარიის კომპანია“ და ღონისძიების დასასრულს, კომპანიის ინიციატივით, კიდევ ათ სტუდენტს დაუფინანსდება ნაწილობრივ სწავლის საფასური.

1212212fmain

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები