LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იავნანას“ ეგიდით, „სინათლის წელიწადი“ მასშტაბურ კონცერტს მართავს

89

15 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფონდი „იავნანა“ ჯგუფ „სინათლის წელიწადის“ პროექტს წარმოგვიდგენს. პროექტის სახელწოდებაა „თაობა XXI“, როკ-კანტატის ავტორი მუსიკოსი გიგი გეგელაშვილია. ღონისძიებაში მონაწილეობს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველია. „სინათლის წელიწადის“ სრული შემადგენლობის გარდა, სცენაზე იქნებიან ოთო ნემსაძე, სოფო ტოროშელიძე და სოფო ხალვაში.

გიგი გეგელაშვილი ამ კონცერტთან დაკავშირებით წერს:

„ძალიან დიდი კონცერტი გველის. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი, რომელიც ჩვენ ჩაგვიტარებია სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ჩვენ გვერდითაა ყველაზე ძლიერი საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“, ჩვენ გვერდით არის საქართველოში ჩემი აზრით ყველაზე გამორჩეული სიმფონიური ორკესტრი უნიჭიერესი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და რაც მთავარია, თქვენ, ჩვენი ნამდვილი მსმენელი, ვისაც გინდათ, სიახლე ქართულ მუსიკაში… არ გამოტოვოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები