LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იავნანას“ მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები გაერთიანდნენ (ვიდეო)

430

„იავნანას“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმიანებიან მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები. ისინი წლების გნამავლობაში „იავნანას“ მიერ მოწყობილ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობდნენ.

ტენორი ოთარ ჯორჯიკია სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს:

„სამწუხაროდ, ადამიანს ყოველთვის იმის სჯერა, რისიც უნდა, რომ სჯეროდეს. მე ნამდვილად მაქვს იმ ხალხის ბედნიერი სახეები ნანახი, როცა ბინის გასაღებებს გადასცემდნენ…

ძალიან ბინძური რაღაცები ხდება, რომელიც ყოვლად წარმოუდგენელია, მით უმეტეს ისეთ ადამიანთან მიმართებაში, როგორიც არის ბატონი პაატა ბურჭულაძე და ისეთ ფონდთან მიმართებაში,  რომელსაც მართლა ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.

„იავნანას“ კონცერტებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა,  ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული და არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრ ხელოვანს და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა დამწყები ხელოვანისთვის, რომ მოხვედრილიყო საუკეთესო მომღერლებს, ხელოვანებს შორის, რომლებსაც „იავნანა“ იწვევდა ჩვენს ქვეყანაში, რათა ჩვენი ქვეყანა გაეცნოთ, ჩვენი ხალხი გაეცნოთ, ჩვენს ხალხს ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ასეთი გრანდები და საუკეთესო მუსიკოსები მოესმინათ. მე მგონი, ამ ყველაფრის  სხვანაირად დანახვა არის უბრალოდ შური ან ბოროტება ან რაღაც გაურკვევლობაც შეიძლება იყოს. თუმცა, როცა გამიზნულად აკეთებ და აკნინებ იმ სასიკეთო საქმეს, რასაც მართლა სიკეთე ჰქვია, ძალიან უხერხული და არანორმალურია“.

 

 

ამავე თემაზე პოსტს აქვეყნებს მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილიც:

„ვინც ამ ცილისწამებაში მონაწილეობას, სახალხოდ უნდა დაისაჯოს. ხომ მაინც გაიგებენ, ვინ არის ამ საზიზღრობის დამკვეთიდა აი, მერე მაინტერესებს, რა პასუხი ექნებათ ამ უნამუსოებს. #იავნანასგვერდით #ბატონიპაატასგვერდით“.

 

 

სოპრანო თეონა დვალი „იავნანას“ თემას ასე გამოეხმაურა:

„მხარში დავუდგეთ ყველა ბატონ პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც უთვალავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ახლა კი საშინელ ცილს სწამებენ. თქვენ გვერდით მიგულეთ უსაყვარლესო ბატონო პაატა!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები