LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იბერიას” საკითხზე, პრეზიდენტის დავალებით, ნატო ჩხეიძეს შევხვდებით – გიორგი აბაშიშვილი

94

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის, განცხადებით, პრეზიდენტი ტელეკომპანია “იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

აბაშიშვილი ამბობს, რომ განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდებიან ტელეკომპანია “იბერიას“ მფლობელსა და “პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს ნატო ჩხეიძეს.

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული კითხვები, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. მათ შორის პრეზიდენტის დავალებით გვექნება შეხვედრა ქალბატონ ნატოსთანაც და შესაბამისად შემდგომ დავაფიქსირებთ ამ საკითხზე პოზიციას, როცა უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“- განაცხადა აბაშიშვილმა.

“იბერიაზე” განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, არხის ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.  განცხადებას პრემიერი, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ, ისინი აღნიშნულ ბრალდებებში ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობას ხედავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები