LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იბერიის“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ

91

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები 2 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ. აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს დაგეგმილია „ომეგა ჯგუფის“ საგანგებო განცხადების გაკეთება. განცხადება 11:00 საათზე, „ომეგა ჯგუფის“ სათავო ოფისში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას 4 მილიონს სთხოვდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრას თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, შს მინისტრი გიორგი გახარია და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები