LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრაჰიმოვიჩი დოპინგს იღებდა

134

შვედეთის ნაკრების ყოფილი ექიმი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ”იუვენტუსში” დოპინგს იღებდა.

”იუვენტუსში გამოსვლისას იბრაჰიმოვიჩმა მოკლე დროში (6 თვეში) 10 კილოგრამი მოიმატა. ამის გაკეთება შეუძლებელია დოპინგის გარეშე”, – ულფ კარლსონის სიტყვები მოყავს nwt.se-ს.

მისი ვარაუდით, კიდევ ერთი შვედი ფეხბურთელი ალბინ ეკდალიც არ ჩამორჩა სახელოვან თანამემამულეს, რომელიც ასევე გამოდიოდა ”ბებერი ქალბატონის” რიგებში.

”ალბინმა 8 კგ მოიმატა. შესაძლოა ეს კლუბს აქვს მუშაობის ასეთი მეთოდები. მათ ადრე ყავდათ ექიმი, რომელიც 22 თვით დასაჯეს”, – დაწერა შვედების ყოფილი ექიმის სიტყვები Football Italia-მა.

შეგახსენებთ, იბრა ”იუვეში” 2004-2006 წლებში გამოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები