LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცის თუ არა მთავარმა პროკურორმა, როგორ დატოვა საქართველო მუხთარლიმ

37

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

”ვერ გეტყვით როგორ დატოვა მან ქვეყანა. მიმდინარეობს გამოძიება და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ყველაფერს დაადგენს გამოძიება. აზერბაიჯანულ მხარესთან არანაირი მოლაპარაკება და კონსულტაცია არ ყოფილა. საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ მიეწოდება ინფორმაცია,” – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები