LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცოდით, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებს ვარგისიანობის ვადა აქვს?

611

ყოველთვის გულდასმით ვაკვირდებით წარმოების თარიღსა და ვადას, როდესაც მაღაზიაში რძის პროდუქტს, ან –  კვერცხს ვყიდულობთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არის უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ასევე აქვს ვადა, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით.

პორტალი Bright Side გვთავაზობთ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით უნდა გამოვცვალოთ ხოლმე.

ბალიშები – ვარგისიანობის ვადა 2-3 წელი

pillows-3-pillows

იმის მიუხედავად, რა მასალით არის დამზადებული ბალიში, 2-3 წლის შემდეგ მტვრის ბუდედ იქცევა და შესაძლოა, დეფორმაციის გამო კისერიც გატკინოთ.

ოთახის ჩუსტები – 6 თვე

mens-house-slippers-stripe-design-4158

ოთახის ჩუსტები სოკოვანი დაავადების გადამტანი საშუალებაა, ამ 6 თვის მანძილზეც რაც შეიძლება ხშირად უნდა რეცხოთ.

 

შხაპის ღრუბელი – ვარგისიანობის ვადა 2 კვირა

11uv03_as01

აბაზანის ღრუბელი და ჯაგრისები, ასევე, უამრავი ბაქტერიის გადამტანია და რაც შეიძლება, ხშირად უნდა ვცვალოთ.

 

პირსახოცი – ვარგისიანობის ვადა 1-3 წელი

towel

სველი და ნესტიანი პირსახოცები იდეალური ბუდეა სხვადასხვა ბაქტერიისთვის. პრობლემას ხშირი რეცხვითაც კი ვერ მოაგვარებთ.

 

კბილის ჯაგრისი  – 3 თვე

toothbrushes

კბილის ჯაგრისი მაშინაც კი უნდა გამოვცვალოთ, თუ გრიპით, ან სხვა აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებისგან განვიკურნებით, რომ ვირუსი ახლიდან არ შეგვიბრუნდეს.

 

სავარცხელი – 1 წელი

hair-brushes-for-your-wet-hairსავარცხელი, სულ მცირე, კვირაში ერთხელ უნდა გავრეცხოთ და მინიმუმ წელიწადში ერთხელ გამოვცვალოთ.

 

ბიუსტჰალტერი – 1-2 წელი

Variety of bar is store in the wooden drawer.

მაშინვე, როგორც კი ბიუსტჰალტერი ფორმას დაკარგავს, უფრო დიდი გახდება ზომაში, ან უფრო პატარა, ნაკლებად ელასტიური იქნება, დაუნანებლად გადააგდეთ და ახალი შეიძინეთ.

 

ბოტასი სირბილისთვის – 1 წელი

skora-running-shoes-natural-stride

 

მაქსიმუმ 450 კმ-ს გარბენის შემდეგ ბოტასები ამორტიზაციას კარგავს, ამან კი, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები