LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ID ბარათებისა და პასპორტების გაცემაზე აქცია 15 დეკემბერს იწყება

101

15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება, ბიომეტრიული პასპორტი კი 50 ლარი ეღირება.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართული პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები