LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ID ბარათის გაცემაზე იუსტიციის სახლში მორიგი აქცია იწყება

268

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტეების გაცემაზე, უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლში აქცია დაიწყება.

როგორც „ფორტუნას“ იუსტიციის სახლის პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია აქციის ვადებისა და მის ფარგლებში დოკუმენტების საფასურის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს არ ვადასტურებთ.  თუმცა გიდასტურბთ, რომ უახლოეს მომავალში აქციას ნამდვილად დაიწყება. რა კატეგორიის მოქალაქეებისთვის იქნება ეს აქცია და სხვა დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც იუსტიციის მინისტრი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს“, – განუცხადეს „ფორტუნას“ იუსტიციის პრესსამსახურში.

მათივე თქმით, შესაძლოა, აქცია არა მხოლოდ ID ქარდის, არამედ პასპორტის საფასურსაც შეეხოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები