LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური ურთიერთობის „ფორმულა“ ამოხსნილია!

514

მეცნიერებმა ქალსა და მამაკაცს შორის იდეალური ურთიერთობის ფორმულა ამოხსნეს და როგორც იქნა უპასუხეს კითხვას: „როგორ შევქმნათ ბედნიერი ოჯახი და შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა?“

ილინოისის უნივერსიტეტის წარმოამდგენლების განცხადებით, ბედნიერების მოსაპოვებლად სულ რაღაც ხუთი პუნქტი უნდა შევასრულოთ:

ვენდოთ პარტნიორს, პოზიტიურად შევხედოთ მოვლენებს, ვიყოთ ყოველთვის გულწრფელი, თანაბრად გავინაწილოთ ყოფითი პრობლემები და არ ვთქვათ უარი ინტიმურ ურთიერთობაზე.

რა თქმა უნდა, ამგვარი „ინსტრუქციის“ შესრულებას საკმაოდ დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, თუმცა, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ თუ ეტაპობრივად მაინც ვეცდებით ყველა პუნქტის შესრულებას, აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები