LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDFI: საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება

98

IDFI აქვეყნებს ანალიზს თემაზე: საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება: https://bit.ly/2OomX29

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

„მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს ჯერ კიდევ 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები