LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იდიოტი, რომელმაც ევროვიზიაზე საზოგადოებას უკანალი მიუშვირა, დაკავებულია!” (ვიდეო)

118

მამაკაცი, რომელმაც მომღერალ ჯამალას გამოსვლის დროს, მაყურებლებს თავისი უკანალი უჩვენა დაკავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს.

“იდიოტი, რომელმაც 200 მილიონ მაყურებლს უკანალი აჩვენა, დაკავებულია. სედიუკი უკრაინის მოქალაქეა. ჩვენი ჯამალას გამოსვლის დროს, სედიუკის თქმით, მან გადაწყვიტა მისი ჰობის რეალიზება. ეს ყმაწვილი, არაოფიციალურად პროვოკატორ ჟურნალისტად მუშაობს”,- წერს ავაკოვი.

მამაკაცი, რომელიც მაყურებლის წინაშე გაშიშვლდა, კონცერტის დაცვამ, წინააღმდეგობის გაწევის გამო, პოლიციის დახმარებით დააკავა. მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“ეს ქვეყნის სირცხვილია. მას ახლა შეეძლება თავისი “ჰობის რეალიზება” ციხის საკანში. თუმცა, თანამესაკნეებისთვის საჯდომის ჩვენებას და საკუთარი “ჰობით” ტკბობას ნამდვილად არ ვურჩევ” ,- წერს შს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ნახეთ ვიდეო:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები