LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იემენში ფინანსთა სამინისტროს შენობასთან ბომბი აფეთქდა

70

იემენში ფინანსთა სამინისტროს შენობასთან ბომბი აფეთქდა. დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო სამი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს Al Arabiya, რომლის მონაცემებითაც დაღუპულია 4 ადგილობრივი. აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია.

5 ნოემბერს იემენის სამხრეთში ქალაქ ადენაში ორი ტერაქტი მოხდა. მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სამძებრო განყოფილების ადმინისტრაციულ განყოფილებაში შეაღწია და თავი აიფეთქა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნით ადრე კი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურშიც მოხდა ტერაქტი. იქაც თავი ტერორისტმა აიფეთქა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

იემენში სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობა კონფლიქტი დაარეგულირონ, ამ დრომდე უშედეგოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები