LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იემენში ტელეცენტრი დაბომბეს

81

საუდის არაბეთის კოალიციის სამხედრო ძალებმა ტელეცენტრი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 9  დაშავდა.

იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. კრიზისი საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სურვილის – კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი გაუქმებინა წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტი სალეჰი გადადგა და საპრეზიდენტო უფლებები გადაეცა ვიცეპრეზიდენტ მანსურს, რომელიც 2012 წლის 21 თებერვალს ფორმალური ერთკანდიდატიანი არჩევნებით აირჩიეს. არჩევნებმა ჰუტისების, ისლამისტების და ალ-ქაიდას დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. 2014 წლის სექტემბერში ჰუტისებმა დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს და თავი ქვეყნის მთავრობად გამოაცხადეს. საპასუხოდ ქვეყანაში საუდის არაბეთის ძალები შეიჭრა, თუმცა მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები