LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იერუსალიმში გოდების კედლიდან 100 კილოგრამიანი ქვა ჩამოვარდა და საერთო ლოცვისთვის განკუთვნილ ადგილზე დაეცა

136

იერუსალიმში გოდების კედლიდან 100 კილოგრამიანი ქვა ჩამოვარდა და იმ ადგილას დაეცა, რომელიც საერთო ლოცვისთვისაა განკუთვნილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ქვა ქალის გვერდით დაეცა, რომელიც იმ დროს ლოცულობდა.
იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა მომხდარი სასწაულად შეაფასა.

„ასი კილოგრამი წონის ქვა მლოცველების გვერდით დავარდა, თუმცა არავინ დაშავებულა“, – განაცხადა მან.
ამჟამად სალოცავ ადგილზე წვდომა შეზღუდულია. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები