LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იერუსალიმში ჯარისკაცებს სატვირთო მანქანამ გადაუარა

38

იერუსალიმში, ძველი ქალაქის კედელთან ახლოს სამხედროების ჯგუფში სატვირთო მანქანა შევარდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, 4 გარდაიცვალა, 15 კი დაიჭრა.

შემთხვევა ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილას მოხდა. მედიკოსების ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან სამი მამაკაცია, ერთი კი ქალი.

პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო. უწყების წარმომადგენელმა ლუბა სამრიმ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და ჯარისკაცების ჯგუფში შევარდა, სამხედროები ავტობუსიდან გადმოდიოდნენ.

ჯარისკაცებმა სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა უცნობია, გარდაიცვალა თუ არა მძღოლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები