LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იერუსალიმში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ცხელი ხაზი მოქმედებს

112

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იერუსალიმში მყოფთა საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა. მათ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში შეუძლიათ, ნომერზე:  +972 26226100  დარეკონ.

ამასთან, საგარეო უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, რომ უნდა დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს კი, მოსალოდნელი ხალხმრავლობისა გამო, ცერემონიალში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.