LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იფქლის“ პროდუქცია „კარფურის“ ქსელში შევიდა

313

2018 წლის 14 თებერვლიდან „იფქლის“ ასორტიმენტი „კარფურის“ მაღაზიათა ქსელის გაყიდვაში ჩაეშვა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ქსელში წარმოდგენილია „იფქლის“ 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. მათ შორის, როგორც ბუნებრივ საფუარზე, ხაშზე დამზადებული თეთრი ბატონები, ისე ჭვავის პურეულის სრული ასორტიმენტი.

„მომხმარებლების მხრიდან ჩვენ პროდუქტზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება. უკვე დიდი ხანია ერთგული მომხმარებელი „იფქლის“ პურეულს „კარფურის“ მაღაზიათა ქსელშიც ითხოვს და მოხარულები ვართ, რომ კომპანიებს შორის თანამშრომლობა შედგა. „კარფურის“ მაღაზიათა ქსელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ერთად მომხმარებლებს მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.“ – აცხადებს „იფქლის“ დირექტორი, არისი ბოჭოიძე. 

შეგახსენებთ, კომპანია „იფქლი“ ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწამოებს ჯანსაღ პურ-ფუნთუშეულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები