LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგეგმება თუ არა ფალოსის ფორმის ნახევარკუნძულის გაკეთება თბილისის ზღვაზე – ნარმანიას განმარტება

348

თბილისის ზღვაში ფალოსის ფორმის ნახევარკუნძულის გაკეთება განვითარების გეგმის მიხედვით არ იგეგმება.

ნახევარკუნძულის შესახებ საკრებულოს დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

ალბათ იფიქრებთ, რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ – ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი – თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში. ეგ ერთი საკითხია და მეორე ისაა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თითქმის, მზადაა და ამ დროს საგანგებოდ მხოლოდ თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის შეკვეთა და დამუშავება არის ძალიან საეჭვო რამ”, – წერს ელისაშვილი.


 

დეპუტატის მიერ გავრცელებულ მასალას აბსურდს უწოდებს თბილისის მერი. დავით ნარმანიამ „ფორტუნას“ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომ თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმა უკვე მზად არის და საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

თქვენც გეღიმებათ, ხომ ხედავთ, მეც მეღიმება ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი, როგორიც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან.
ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის პრეზენტაციას. როგორც ჩანს, ელისაშვილს არ აწყობს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ჩვენს ქალაქში, ის სიკეთეები, რაც კეთდება, მისი მხრიდან უკუღმა არის, როგორ წესი დანახული. მე მას ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს დედაქალაქის საკრებულოში როდესაც მივალ”,-განაცხადა ნარმანიამ.