LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგორ ბელანოვი ოქროს ბურთს მარადონას აძლევს

305

სსრკ-ის ნაკრების და კიევის „დინამოს“ ყოფილმა ფორვარდმა იგორ ბელანოვმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით მას შესაძლოა ჩამოერთვას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზი, რომელიც 1986 წელს გადასცეს.

”კარგია, რომ პრიზის გადაცემა მარადონასათვის მომიწია და არა ვინმე სხვისთვის. დიეგოს უკვე ვესაუბრე და მან ”ოქროს ბურთისათვის” მადლობა გადამიხადა. თუ სერიოზულად მეკითხებით, გეტყვით, რომ ამ ამბავზე კარგად ვიხალისე. როგორც ჩანს, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ადამიანებს ხუმრობის სურვილი გაუჩნდათ, მაგრამ ეს კარგია, იუმორის გრძნობასთან მეც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს”, – განაცხადა ბელანოვმა ”სპორტ ექსპრესთან” საუბარში.

აღნიშნული ხმების გავრცელების მიზეზი ”ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებული გამოკითხვა გახდა. კითხვა კი ასეთი იყო: ”თქვენი აზრით რომელი ”ოქროს ბურთის” ღირსი ფეხბურთელი დარჩა პრიზის გარეშე?”
გულშემატკივართა უმრავლესობამ ასეთად დიეგო მარადონა დაასახელა, რომელსაც შეეძლო ჯილდო 1986 წელს მიეღო, თუმცა 1956-1994 წლებში ”ოქროს ბურთით” მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს აჯილდოვებდნენ.

1986 წელს ბელანოვმა გამოკითხვაში ინგლისელ გარი ლინეკერს და ესპანელ ემილიო ბუტრაგენიოს აჯობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები