LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იკეტება გზა სასწრაფოსთვის და სახანძროსთვის“ – მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს [ვიდეო]

67

თბილისი მერიასთან ვარკეთილის მოსახლეობის  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში,  რეკრეაციულ ზონაში,  საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ . აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლიზა სანაია, არსებულ დარღვევებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ახალი კორპუსის მშენებლობით საცხოვრებელ უბანში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდება.

„არქიტექტურის სამსახურის მიერ ისე გაიცა ნებართვა მშენებლობაზე,  რომ ტერიტორიაზე არ განთავსებულა არანაირი საინფორმაციო დაფა, სკვერში  კორპუსის აშენების შემთხვევაში  ერთ-ერთი ავტოფარეხი სრულად დაილუქება, გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში ვერც სასწრაფო დახმარების და სახანძრო ბრიგადები შეძლებენ კორპუსთან მოსვლას,“ – აცხადებს ლიზა სანაია.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის,  ნატა ცინცაძის, თქმით, პრობლემა ექმნება მის შშმ შვილსაც, რომელსაც ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში კოორდინაცია გაუჭირდება.

ვარკეთილის მოსახლეობა ამ წუთებში ვიცემერს,  ლაშა აბაშიძეს, ხვდება. საინიციატივო ჯგუფი მშებელობის აკრძალვას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მერიის არქიტექტურის სამსახური მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქციის მონაწილეები ბრძოლას სასამართლოში განაგრძობენ. მერიის შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები